
საერთაშორისო დიდოსტატის გიგა ყუფარაძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული გრან პრის მესამე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში!
მეორე ადგილზე 7 ქულით მიხეილ კეკელიძე გავიდა, ხოლო მესამეზე 6,5 ქულით ბაჩანა მორჩიაშვილი განთავსდა.
1700-მდე რეიტინგ-კატეგორიაში პირველი ზურაბ გონგლიაშვილი გახლდათ, ხოლო 2100-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში რევაზ ჭკუასელმა დააფიქსირა საუკეთესო შედეგი.

- სათაური: ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 19-06-2019 11:07 PM
- Tags: