ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საბოლოოდ, მეორე...

მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2603) ‘აბრეშუმის გზის’ თასის გათამაშებაზე! ბაადურმა, 15-დან 11 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ რაუფ მამედოვს (აზერბაიჯანი; 2654). მესამე ადგილზე 10,5 ქულით ნიჯატ აბასოვი (აზერბაიჯანი; 2664) განთავსდა.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ექსჩემპიონმა სწრაფ წადრაკშ, ნანა ძაგნიზემ დააფიქსირა! მის აქტივში 15-და 8 ქულაა, ასევე 8 ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტთა ცხრილით მეორე ადგილზე ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებული სწრაფ ჭადრაკში, მერი არაბიძე გავიდა.

ასპარეზობაზე დაწესებული იყო სოლიდური საპრიზო ფონდი 20 000 ევროს ოდენობით, რომელიც შესაბამისად 36 საპრიზო ადგილზე განაწილდა.

ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ:

ვაჟთა ჩათვლაში: ჯობავა (II ადგილი), ყუფარაძე (VI),  ფანცულაია (VIII), სანიკიძე (XI), ჩეპარინოვი (XII), ჯოჯუა (XV), ვოლკოვი (XVI), პაიჭაძე (XVIII), გაგუნაშვილი (XX), მაღალაშვილი (XXII), პეტრიაშვილი (XXIII), ობოლაძე (XXIV).

ქალთა ჩათვლაში: ძაგნიძე (I), არაბიძე (II), ხოტენაშვილი (V), ბაციაშვილი (VI), ხუხაშვილი (VII).

16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის: კაჭარავა (III).

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

 ‘აბრეშუმის გზის თასი’, ეძღვნება - საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეებს

გენერალური სპონსორი - კომპანია სოკარი.

საპრიზო ფონდი - 20 000 ევრო.

პირველი თამაშები -  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 26 მაისს, 15:00 სთ.;

 ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 28 მაისს, 18:00 სთ.

მონაწილეობენ: საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრები, ახალგაზრდა მოჭადრაკეები, რეიტინგ ფავორიტები. 27-27 ტოპ მოჭადრაკე თითოეული ქვეყნიდან.

 

  • სათაური: საბოლოოდ, მეორე...
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-05-2020 7:41 PM
  • Tags:
Top