ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საერთაშორისო ფესტივალი ’’ბათუმი—2018’’

დ ე ბ უ ლ ე ბ ა
 
 21– 28 ივლისი,2018 წელი,ქ. ბათუმი. 
 
ორგანიზატორები:
 
აჭარის არ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი;                                                                 
საქართველოს  ჭადრაკის  ფედერაცია                                                   
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია.                                   
ჩატარების ადგილი; ქ. ბათუმი, სასპორტო  სკოლა, გორგილაძის  ქ.N 91 
         
საინფორმაციო მხარდაჭერა:    
სსიპ  საზოგადოებრივი  მაუწყებელი, აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  ტელევიზია  და  რადიო  ;
ტელეარხი  25; გაზეთი ‘’აჭარა’’
1.ფესტივალი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში
 
8 წლამდე ჭაბუკთა შორის      (2010 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი)                                                                                           
8 წლამდე გოგონათა შორის    (2010 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი)                                                         
10 წლამდე ჭაბუკთა შორის      (2008 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი)                                     
10 წლამდე გოგონათა შორის    (2008 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი)                           
12 წლამდე ჭაბუკთა შორის      (2006 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი)                                         
12 წლამდე გოგონათა შორის     (2006 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი)                                 
14 წლამდე ჭაბუკთა შორის      (2004 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი)                                                       
14 წლამდე გოგონათა შორის     (2004 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
 
2. ფესტივალის სათამაშო წესები
დროის კონტროლი:  90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე  30 წამის დამატებით.   
ფესტივალის ტურნირები გაიმართება ფიდეს  წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით, 7 ტურად. რეიტინგიან მოჭადრაკეთა შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.
                                                                  
3. რეგისტრაცია:
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.     
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე დაბადების მოწმობის ასლი და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი  2018 წლის  19  ივლისის  19.00  საათამდე:
ქეთევან მუხაშარია - ელ-ფოსტა:  chessketevan@mail.ru   მობ:  593 302 158                   
 რეგისტრაციის  ბოლო ვადაა  2018  წლის  19  ივლისის   19.00 საათი.
                                                                  
 4. საწევრო შესატანი
 
 სატურნირო შესატანი 2018 წლის 1 ივლისამდე – 25 ლარი,    1 ივლისიდან – 30 ლარი.                                      
 
დაგვიანებული  რეგისტრაციის შემთხვევაში  -  50 ლარი.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონები 8, 10, 12 და 14  წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის  თავისუფლდებიან საწევრო შესატანისგან.
 
ჩამოსვლის დღე 21 ივლისი
გახსნა 22  ივლისი 14:30
1 ტური 22  ივლისი 15:00
2 ტური 23  ივლისი 11:00
3 ტური 24  ივლისი 11:00
4 ტური 25  ივლისი 11;00
5 ტური 26  ივლისი 11:00
6 ტური 27  ივლისი 11:00
7 ტური 28  ივლისი 11:00
დახურვა 28 ივლისი 17:00
      
 
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია მოახდინოს ტურნირის დაწყების    დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება.                   
 6. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება     
 თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულები  გამოვლინდებიან კოეფიციენტის   შემდეგი   სისტემით:                                          1. ბუჰგოლცი – 1 ( 1 უდაბლესის გამოკლებით);                                                                                                                      
 2.   ბუჰგოლცი  (ყველა  მეტოქის ქულათა  ჯამი);                                                                                                         
3.  პირადი  შეხვედრა;                                                                                                                                                                                   
4.   მოგებების  რაოდენობა;                                                                                                       
5.  პროგრესი (თავისი რეგრესით)                                                                                                                                                                                                                                                 
პრიზები
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული პირველი  ხუთეული დაჯილდოვდება    აჭარის     არ  სპორტისა  და  ახალგაზრდობის  საქმეთა  დეპარტამენტის  შესაბამისი ხარისხის დიპლომით , პირველი  სამეული  --  მედლით, ხოლო პირველ ადგილებზე  გასულები დაჯილდოვდებიან   აგრეთვე თასებით.  ასევე , ყველა  ასაკობრივ  კატეგორიაში  გამარჯვებული  ხუთი  გოგონა  და  ხუთი    ჭაბუკი  (სულ  40  მოჭადრაკე)  დაჯილდოვდება    ფულადი პრიზით .  
საპრიზო ფონდი – 5 000 ლარი     
ასაკი I II III IV V
14 წლ. ჭაბუკები 250 200 180 130 100
14 წლ.  გოგონები 200 180 150 120 100
12 წლ. ჭაბუკები 200 180 140 100 80
12  წლ.  გოგონები 180 150 130 80 70
10 წლ. ჭაბუკები 180 150 130 100 80
10 წლ .  გოგონები 160 140 100 80 60
8 წლ.   ჭაბუკები 150 120 90 60 50
8 წლ.  გოგონები 130 110 80 60 50
     
გრეთვე დაწესებული იქნება სხვა სპეციალური პრიზები.  პრიზების,  თასებისა და საჩუქრების მისაღებად  სავალდებულოა დახურვაზე დასწრება. 
 
7. მწვრთნელთა  კონკურსი 
 
 მწვრთნელის კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ასაკობრივ ტურნირებში თამაშობდეს მისი არანაკლებ 5 მოსწავლე, რომლებიც ითვლებიან მის მოსწავლეებად არანაკლებ 6 თვისა.   (პროტესტი მიიღება მე-2 ტურამდე). კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ მე-2 ტურის დაწყებამდე.
 
ყველა  ასაკობრივ კატეგორიაში 1 – 5 ადგილზე  გასული მოჭადრაკეების  შედეგების  შეჯამება  მოხდება  შემდეგი პრინციპით: 
 I    ადგილი   -    10 ქულა
 II  ადგილი   -     8 ქულა
 III  ადგილი        6 ქულა
IY    ადგილი    -       4 ქულა
 Y  ადგილი      -      2 ქულა 
 
 ქულათა რაოდენობის მიხედვით  გამარჯვებული  5  მწვრთნელი  დაჯილდოვდება  ფასიანი  საჩუქრით.
                                                 
 8. საერთო  წესები         
ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს  ჩაეთვლება  წაგება. პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.                   
ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 25 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან  დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.
ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ      საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:
 მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა:chesspoti@yahoo.com                          
                                                         
9. მონაწილეთა მიღება  
კერძო სექტორის ღირებულება 10-15 ლ-დან ზემოთ. სასტუმრო 1 ადგილი 25 ლ. და ზემოთ.       მონაწილეთა სატურნირო შესატანს, ცხოვრების, კვების და გზის თანხებს იხდის   მიმავლინებელი ორგანიზაცია.       
სატურნირო შესატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს აჭარის ავტონომიური   რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაციის შემდეგ ანგარიშზე:                                                          
 აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  ჭადრაკის  ფედერაცია
საინდ. კოდი: 245424704    ს.ს.’’ საქართველოს ბანკი’’, 
მფო BAGAGE22    ანგარიშის # GE95BG0000000363099200
ტურნირის დირექტორი:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის  ფედერაციის  გენერალური მდივანი ქეთევან მუხაშარია            
 საკონტაქტო  ტელეფონი:  593 302 158  ელ-ფოსტა:  chessketevan@mail.ru                                                   
    

             

 
 
 
 
 
 
  • სათაური: საერთაშორისო ფესტივალი ’’ბათუმი—2018’’
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-07-2018 9:35 PM
  • Tags:
Top