ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველო მსოფლიოსთან ერთად!

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება ‘მსოფლიო რბენა 2018’ საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართა.
წელს კახეთში სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა.
'Wings for Life World Run 2018' წლის ორგანიზატორია კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეძღვნება 100 წლის იუბილეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. პროექტი ხორციელდება ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ თანაორგანიზებით.

 

მსოფლიო რბენაში მონაწილეობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ, ევროპის  მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა თანატოლებში ნინო ხომერიკმა და ბათუმის  43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

43- საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მოხალისეთა რეგისტრაცია...

 ბავშვებს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ბუშტები დაურიგდათ.

მსოფლიო რბენის გამარჯვებულები 2019 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ რბენაში მოსამზადებელ სპეციალურ 4 კვირიან კურსს.
 

  • სათაური: საქართველო მსოფლიოსთან ერთად!
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-05-2018 5:20 PM
  • Tags:
Top