ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობამ დაადგინა...

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის  ოქმი # 3                         

12.04.2018 წ. 

 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე,  აკ. იაშვილი, ნ. გაფრინდაშვილი,                         

                 ნ. იოსელიანი,  ნ. გურიელი, ზ. აზმაიფარაშვილი, ზ. სტურუა,  დ. გურგენიძე,                                                   

                 გ. მაჭარაშვილი,  ე. ზენაიშვილი, ალ. არსენიძე,  ლ.ჯანჯღავა,  ს. გვეტაძე, მ. მილორავა.

                 სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 

 დღის წესრიგი:

 

  1. საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატი. სტიპენდიების შესახებ ქალთა კომისიის წინადადების განხილვა /ნ.იოსელიანი/.
  2. ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი შედეგების განხილვა / აკ.იაშვილი, ზ.სტურუა/;
  3. ევროპის ქალთა ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში შედეგების განხილვა /გ.გიორგაძე/;
  4. ვაჟთა ნაკრების კაპიტნის კანდიდატურის განხილვა /გ.გიორგაძე/;
  5. აკ.იაშვილის ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერის შესახებ /გ.გიორგაძე/;
  6. ინფორმაცია მსოფლიო 43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობის შესახებ /გ. გიორგაძე/;
  7. ინფორმაცია მსოფლიო 43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდების ეკიპირებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ /გ. გიორგაძე/;
  8. პროგრამა ”ჭადრაკი სკოლაში” II ეტაპის დაწყების შესახებ /ალ.არსენიძე/;
  9. სხვადასხვა.

 

გამგეობის გადაწყვეტილებები:

  1. ინფორმაცია საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის ჩატარების  შესახებ   მიღებულ იქნას ცნობად. შედეგები შეფასდეს დამაკმაყოფილებლად;

ქალთა კომისიის წინადადება სტიპენდიების შესახებ დამტკიცდეს.

2018 წლის 1 აგვისტომდე დადგინდეს მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალთა მეორე ნაკრები გუნდის შემადგენლობა. გუნდი შედგეს შემდეგი პრინციპით:

2 წევრი - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით (ფედერაციის ნომინაციით);

3 წევრი 2018 წლის 1 აგვისტოს რეიტინგით: რეიტინგები დაითვალოს 1 აგვისტომდე წინა 6 თვის საშუალო რეიტინგის გამოანგარიშებით. მოჭადრაკეს 2018 წლის 1 თებერვლიდან1 აგვისტომდე ნათამაშევი უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი ტურნირისა (18 პარტია).

  1. ინფორმაცია ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის ჩატარების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად. საორგანიზაციო კუთხით  შეფასდეს წარმატებულად, ხოლო ვაჟთა შედეგები წარუმატებლად.                                                                                                               
  2. ინფორმაცია ევროპის ქალთა ჩემპიონატის რაპიდსა და ბლიცში ჩატარების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.საორგანიზაციო კუთხით  შეფასდეს წარმატებულად, ხოლო ქალთა შედეგები წარუმატებლად.                                                                                                               
  3. ვაჟთა ნაკრების კაპიტნად ვაჟთა ნაკრების წევრებთან შეთანხმებით დამტკიცდა ნინო გურიელის კანდიდატურა.
  4. გამგეობის წევრებმა მხარი დაუჭირეს აკ.იაშვილს  კანდიდატურას ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კენჭის საყრელად.
  5. ინფორმაცია მსოფლიო 43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.
  6. დადგინდა - მსოფლიო 43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდების ეკიპირებაზე გამოცხდდეს კონკურსი.
  7. ინფორმაცია პროგრამა ”ჭადრაკი სკოლაში” II ეტაპის დაწყების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.

განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შედგეს მუშა ჯგუფი, სექტემბრიდან შევიდეს პროგრამა”ჭადრაკი სკოლაში”იმ სკოლებში, რომლებსაც სურვილი აქვთ ასწავლონ ჭადრაკი.

 სხდომის თავ – რე:   გიორგი გიორგაძე

 მდივანი:                   მარგალიტა თანდაშვილი

                                                                          

  • სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობამ დაადგინა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-04-2018 2:24 PM
  • Tags:
Top