
18.01.2019 წ.
სხდომას ესწრებოდნენ: წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, ა. იაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი,
ნ. იოსელიანი, ზ. სტურუა, დ. გურგენიძე, გ. მაჭარაშვილი, ე. ზენაიშვილი,
ალ. არსენიძე, ლ. ჯანჯღავა, ხ. სუპატაშვილი, ს. გვეტაძე, მ. მჭედლიშვილი,
მ. ლომინეიშვილი, დ. კოდუა.
სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.
დღის წესრიგი:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2019 წლის სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის დამტკიცება /დ. კოდუა/;
- 2019 წლის საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამგეობის ნომინანტების დამტკიცება /ვ.გაფრინდაშვილი/;
- 2019 წლის საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებულების და ნომინანტების დამტკიცება /ვ.გაფრინდაშვილი/;
- სხვადასხვა:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ბულგარელ ს/დიდოსტატ
ივან ჩეპარინოვსშორის ხელშეკრულების გაფორმების საკითხი /გ.გიორგაძე/;
2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კომისიების დამტკიცება /გ.გიორგაძე/.
გამგეობის გადაწყვეტილება:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2019 წლის სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს;
- 2019 წლის საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში ფედერაციის გამგეობის ნომინანტებად დამტკიცდნენ გ. სიბაშვილი და ნ.კაჭარავა, ხოლო ნომინანტებიდან პირველ კანდიდატად დამტკიცდა ლ. ობოლაძე.
- 2019 წლის საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის დებულება დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით. ჩატარდეს 2019 წლის 18-30 მარტს, თბილისში, წრიული სისტემით, 12 მონაწილეს შორის. ვაკანტური ადგილები შეივსოს უმაღლესი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
- სხვადასხვა:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ბულგარელ ს/დიდოსტატ
ივან ჩეპარინოვს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება 1 წლის ვადით.
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კომისიები წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს.
სხდომის თავავმჯდომარე: გიორგი გიორგაძე
მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი

- სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 1
- ავტორი:
- თარიღი: 01-05-2020 9:45 PM
- Tags: