ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 2

 01.03.2019 წ. 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, ა. იაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი,  ნ. იოსელიანი, ზ. სტურუა,  დ.გურგენიძე, გ. მაჭარაშვილი, ე. ზენაიშვილი,  ალ. არსენიძე,  ლ. ჯანჯღავა,  ხ. სუპატაშვილი,  ს. გვეტაძე, მ. მილორავა     

 მ. მჭედლიშვილი,   მ. ლომინეიშვილი, დ. კოდუა.

მოწვეული   სტუმრის სტატუსით: ე. უბილავა, გ.უჩუმბეგაშვილი.

 სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 დღის წესრიგი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცება(დანართი #1) /გ.გიორგაძე/;

  1. ფინანსთა სამინისტროსთვის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამოყენებული საოფისე ავეჯის გადაცემის შესახებ /გ.გიორგაძე/;
  2. საქართველოს ქალთა ნაკრების მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისათვის მზადების შესახებ /ვ.გაფრინდაშვილი, ე.უბილავა/;
  3.  ევროპის  ვაჟთა  ინდივიდუალური  ჩემპიონატისათვის მზადების შესახებ                                              /მ. მჭედლიშვილი/;
  4. ჭადრაკი TV-ს კონცეფციის განხილვა /გ. უჩუმბეგაშვილი/;
  5.  ჩატარებული ტურნირების ანგარიში (საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა, ალ. ბოკუჩავას თასი-16 წ., საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი) /დ.კოდუა/;
  6. საკვალიფიკაციო ტურნირების დებულების დამტკიცება /დ.კოდუა/;
  7. ვაჟთა სტიპენდიების დამტკიცების შესახებ  /ვ.გაფრინდაშვილი/;
  8. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დებულების დამტკიცება /ალ.არსენიძე/;
  9. სხვადასხვა.

გამგეობის გადაწყვეტილება:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2019 წლის ბიუჯეტი წარმოდგენილი სახით  დამტკიცდეს (დანართი #1);

გადაეცეს სახელმწიფოს  უსასყიდლოდ (ჩუქების ფორმით)  მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამოყენებული საოფისე ავეჯიდან 70 მაგიდა, 60 სკამი.

ინფორმაცია საქართველოს ქალთა ნაკრების მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისათვის მზადების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად. ქალთა ნაკრების შემადგენლობა:                                   

1. ხოტენაშვილი ბელა;

2. არაბიძე მერი;

3. ჯავახიშვილი ლელა;

4. ბაციაშვილი ნინო;

5. მელია სალომე.

4. ინფორმაცია ევროპის  ვაჟთა  ინდივიდუალური  ჩემპიონატისათვის მზადების შესახებ                                              

მიღებულ იქნას ცნობად. მოსალოდნელი შედეგი: 1 ან 2 მონაწილისგან მსოფლიო

ჩემპიონატის ლიცენზიის მოპოვება.

5. ინფორმაცია ჭადრაკი TV-ს კონცეფციის შესახებ  მიღებულ იქნას ცნობად.

6.  ჩატარებული ტურნირების შედეგები (საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის

 უმაღლესი  ლიგა, ალ. ბოკუჩავას თასი-16 წ., საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი)

 შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.

7. საკვალიფიკაციო ტურნირების დებულება წარმოდგენილი სახით  დამტკიცდეს.

8. ვაჟთა სტიპენდიები  წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს.

 9. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დებულება წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს.

 სხდომის თავავმჯდომარე: გიორგი გიორგაძე

მდივანი:                               მარგალიტა თანდაშვილი

  • სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 2
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-05-2020 9:50 PM
  • Tags:
Top