ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 6

24.12.2019 წ. 

 სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, აკ. იაშვილი,  ნ.  იოსელიანი,                                    

                  ზ. სტურუა, გ. მაჭარაშვილი,  ალ. არსენიძე, ლ. ჯანჯღავა, ს. გვეტაძე, მ. მჭედლიშვილი,                                   

                  მ. ლომინეიშვილი, დ.კოდუა.

                  მზრუნველთა საბჭოს წევრი: ზ. აზმაიფარაშვილი.                     

                  სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 

       დღის წესრიგი:

 

  1. ევროპის გუნდური ჩემპიონატის შედეგების შეჯამება / გ. გიორგაძე/;
  2. 2019 წლის  შედეგების შეჯამება /გ.გიორგაძე/;
  3. 2019 წლის ნომინაციების დასახელება /გ.გიორგაძე/;
  4. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელთა (7-14 წ.წ. ასაკის ბავშვთა ტურნირებში მათი აღსაზრდელების მიერ მიღწეული წარმატებების მიხედვით) დამტკიცება /დ. კოდუა/;
  5. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელთა თვის (7-14 წ.წ. ასაკის ბავშვთა ტურნირებში მათი აღსაზრდელების მიერ მიღწეული წარმატებების მიხედვით) სახელფასო  პროგრამის დამტკიცება / გ.გიორგაძე, დ. კოდუა/;
  6. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი -2020 -ის დამტკიცება /დ.კოდუა/;
  7. სხვადასხვა.

     ა) აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივნის ქეთევან  მუხაშარიას  

          საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწის წოდებაზე წარდგენის განხილვა        

          (ნ. იოსელიანი).

     ბ) გორელი მწვრთნელის ოთარ დოლიძის საქართველოს სპორტის დამსახურებულ

      მოღვაწის  წოდებაზე წარდგენის განხილვა    /დ.კოდუა/.   

 

გამგეობის გადაწყვეტილება:

  

  1. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე (23.10-03.11.2019 წ. ქ. ბათუმი) ქალთა პირველი ნაკრების გამოსვლა შეფასდეს წარმატებულად, დანარჩენი გუნდების -  დამაკმაყოფილებლად;
  2. ინფორმაცია 2019 წლის  შედეგების შეჯამების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად: 2019  წლის განმავლობაში26 მედალი  იქნა მოპოვებული ( ქალთა მსოფლიო გუნდურ  ჩემპიონატზე III ადგილი, ხოლო ევროპის გუნდურ  ჩემპიონატზე II  ადგილი.                                    საქართველოს საკლუბო  ჩემპიონატი ჩატარდა კარგად! ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდიუმი დაიდო ევროპაბეთთან.
  3. დასახელდა 2019 წლის ნომინაციები: საუკეთესო ნაკრები გუნდი- საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი; საუკეთესო მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა, საუკეთესო ახალგაზრდა მოჭადრაკე - ელენე წოწონავა.
  4. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელთა (7-14 წ.წ. ასაკის ბავშვთა ტურნირებში მათი აღსაზრდელების მიერ მიღწეული წარმატებების მიხედვით) შემადგენლობა წარმოდგენილი სახით  დამტკიცდა (დანართი# 1).

 5.  2019 წლის საუკეთესო მწვრთნელთა თვის (7-14 წ.წ. ასაკის ბავშვთა ტურნირებში მათი

             აღსაზრდელების მიერ მიღწეული წარმატებების მიხედვით) სახელფასო პროგრამა

             დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (დანართი# 2);

        6. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი -2020 

            დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით;

        7. სხვადასხვა:

      ა) აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან  მუხაშარია  

          წარდგენილ იქნას  განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში  

          საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწის წოდების მისანიჭებლად;

     ბ) გორელი მწვრთნელი ოთარ დოლიძე წარდგენილ იქნას  განათლების, მეცნიერების

         კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს სპორტის დამსახურებულ   

         მოღვაწის წოდების მისანიჭებლად;

 სხდომის თავავმჯდომარე:  გიორგი გიორგაძე

მდივანი:                             მარგალიტა თანდაშვილი

  • სათაური: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 6
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-05-2020 10:14 PM
  • Tags:
Top