
ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 10 და 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ასპარეზობა 4 ტურნირად: გოგონათა და ჭაბუკთა შორის გაიმართება.16 წლამდე მონაწილეები 11:00 საათზე დაიწყებენ თამაშს, ხოლო 10 წლამდე 16:00 საათზე.
ტექნიკური შედეგები:
გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ნოუთბუქებით
- II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
- III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
- 2020 წლის 8-18 წლამდე საქართველოს ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების
შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:
ა) I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;
ბ) II - III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.
- ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.
- სპორტული თანრიგი პირდაპირი წესით ენიჭება საქართველოს ჩემპიონებს:
- 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - I სპორტული თანრიგი.
- 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - სპორტის ოსტატის კანდიდატობა.

- სათაური: საქართველოს ჩემპიონატი 10;16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- ავტორი:
- თარიღი: 04-10-2020 11:19 PM
- Tags: