ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის აღმოსავლეთ ზონის პირველი ლიგა

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

1 - 8 მარტი  2020 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

01.03-08.03. 2020 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

3. მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

    8 წლამდე -   2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

    10 წლამდე -  2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

    12 წლამდე -  2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

    ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2020 წლის

საწევროს გადახდა შესაბამის რეგიონული ფედერაციის საბანკო ანგარიშზე. 

სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4. სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

    აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს   ორგანიზატორი.

5. დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან)                   

30 წამის დამატებით.

6. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი,

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის  29 თებერვლის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები: სს "თიბისი ბანკი".

ანგარიშის ნომერი: GE45TB0313936080100006GEL       საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

-  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის  29 თებერვლის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

-  სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო

შესატანიდან.

-  დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

 - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

7. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

8. ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

საათი

ჩამოსვლის დღე

1 მარტი

11:00 - 18:00

I ტურის კენჭისყრა

 

2 მარტი

 

12:00

გახსნა

15:00

I ტური

15:00

II ტური

3 მარტი

15:00

III ტური

4 მარტი

15:00

IV ტური

5 მარტი

15:00

V ტური

6 მარტი

15:00

VI ტური

7 მარტი

15:00

VII ტური

8 მარტი

15:00

დახურვა

8 მარტი

19:00

    

მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურნირის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება მოახდინოს.                      

9. დაჯილდოება:

-I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით. 

- თითოეულ ტურნირში I–V ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

- I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ შეასაბამისი სპორტული თანრიგი:                                             

 8 წლამდე - III თანრიგი, 10 წლამდე - II თანრიგი. 12 წლამდე - I თანრიგი.

10. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან30 წუთზემეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

  - არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - ზურაბ მიქაძე.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.

 

 

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის აღმოსავლეთ ზონის პირველი ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-02-2020 11:16 PM
  • Tags:
Top