ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში

 

     დ ე ბუ ლ ე ბ ა

  1. შეჯიბრების გამართვის დრო და ადგილი: თბილისი. ჭადრაკის სასახლე. 26 მაისი.2019 წ.  13.00 სთ.
  2. მონაწილენი - ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია  ყველა კვალიფიციურ მოჭადრაკეს.
  3. შეჯიბრების ორგანიზაცია - ერთი საათის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა ამოხსნან 6 ამოცანა და ეტიუდი. თვითოეული კომპოზიციის სრული ამოხსნა ფასდება 5 ქულით.
  4. გამარჯვებულების გამოვლენა - ადგილები განაწილდება მოგროვილი ქულების მიხედვით. ტოლი რაოდენობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება დახარჯული დრო.
  5. დაჯილდოვება - პირველ სამ ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით.
  6. ჩემპიონატის მთავარი მსაჯია - საერთაშორისო არბიტრი საჭადრაკო კომპოზიციაში დავით გურგენიძე.

 

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-05-2019 10:16 PM
  • Tags:
Top