ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი - U8;U14

 

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

საქართველოს ჩემპიონატი 8 და 14  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

02.09-11.09. 2020  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

მონაწილენი:

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

8 წლამდე - 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

- 14 წლამდე - 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;                                                          

სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

- 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი,

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის  1 სექტემბრის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

 სს "თიბისი ბანკი" 

 საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL    საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

  -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2020 წლის  1 სექტემბრის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

-  სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო

    შესატანიდან.

- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

ანგარიშსწორებით).

  - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

თაი- ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  6.    ტურნირის განრიგი:                                                                                                                                             
  • ჩამოსვლის დღე

რიცხვი

8 წლის ჭაბუკები და გოგონები

14 წლის ჭაბუკები და გოგონები

ჩამოსვლის დღე

2 სექტემბერი

 

 

I ტურის კენჭისყრა

3 სექტემბერი

 10:00 

 12:00 

    გახსნა

3 სექტემბერი

11:00

  16:00

     I  ტური

3 სექტემბერი

11:00

16:00

     II ტური

4 სექტემბერი

11:00

16:00

    III ტური

5 სექტემბერი

11:00

16:00

    IV ტური

6 სექტემბერი

11:00

16:00

   V ტური

7 სექტემბერი

11:00

16:00

  VI ტური

8 სექტემბერი

11:00

16:00

  VII ტური

9 სექტემბერი

11:00

16:00

  VIII ტური

10 სექტემბერი

11:00

16:00

   IX ტური

11 სექტემბერი

11:00

16:00

  • დახურვა

11 სექტემბერი

20:00

20:00

 

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

გამარჯვებულები:

- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ნოუთბუქებით.

- II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

- III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

- 2020 წლის 8-18 წლამდე საქართველოს ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების

შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

ა) I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;

ბ) II - III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.

- ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

- სპორტული თანრიგი პირდაპირი წესით ენიჭება საქართველოს ჩემპიონებს:

- 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - II სპორტული თანრიგი.

- 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - სპორტის ოსტატის კანდიდატობა.

საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

 - მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

შესაბამისად.

- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

- კოვიდ - 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და

ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.

 

 

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატი - U8;U14
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-08-2020 7:23 PM
  • Tags:
Top