ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2019'(I ეტაპი) სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

31.03-01.04.2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:

    საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

   სწრაფ ჭადრაკში საქართველოს გრან-პრის I ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

    31.03-01.04.2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3.  მონაწილენი:

ტურნირში დაიშვება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი, ვისაც

აქვს საერთაშორისო რეიტინგი.

სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო შესატანებს)

გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

    ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 

    თითოეულს 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

5. თაი – ბრექი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების

შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. მოგებების რაოდენობით;
  4. პროგრესი (რეგრესით).

6.  კვალიფიკაცია:

      ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი რაპიდში.

7.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ შესაბამის

რეგიონული საჭადრაკო ფედერაციის საბანკო ანგარიშზე საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის 2019 წლის საწევროს გადახდის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები

2019 წლის  31 მარტის 14:00 საათამდე:

ნატა ალავიძე. ელ-ფოსტა - nataalavidze.alavidze4@gmail.com  ტელ: 2-99-77-36,  მობ:  5-58 11-86-83.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

    სს "თიბისი ბანკი"

    ანგარიში ნომერი: GE45TB0313936080100006GEL.      საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 15 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- დიდოსტატები და საერთაშორისო ოსტატები განთავისუფლებულნი არიან  სატურნირო 

შესატანისგან.

8.  ტურნირის განრიგი:

ტური

თარიღი

დრო

რეგისტრაცია

31 მარტი

11:00 – 14:00

I ტურის კენჭისყრა

31 მარტი

14:30

გახსნა

31 მარტი

15:00

I-V    ტური

31 მარტი

15:00

VI-IX   ტური

1 აპრილი

15:00

დახურვა

1 აპრილი

 

 

9.    პრიზები : საპრიზო ფონდია:  1200 ლარი.

 

 

1

2

3

ვაჟები

500

300

200

ELO 2100<

100

 

 

ELO 1700<

100

 

 

 

 

   თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში საპრიზო ადგილები განაწილდება 

   კოეფიციენტით, მაგრამ  ფულადი პრიზები გაიყოფა თანაბრად.

   ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის   

   შესაბამისად.

10. საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან  15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში,რომელიც არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიაზე.

 მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა                                                                               

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი

  • სათაური: 'საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2019'(I ეტაპი) სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-03-2019 5:32 PM
  • Tags:
Top