ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში კომპანია 'ხარებას გამარჯვებით დასრულდა

 

2018 წლის 23-24 ივნისს სასტუმრო „იოტაში“ (თბილისი, ლერმონტოვის ქ.№10)  ჭადრაკშისაქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჩატარდა. მასში 21 ბიზნესორგანიზაციის 22 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოთამაშისგან შედგებოდა. ჩემპიონატში ჯამში ითამაშა 103-მამოჭადრაკემ, აქედან 13საერთაშორისოდიდოსტატი იყო, 14 - საერთაშორისოოსტატიდა 3- ფიდესოსტატი.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე 15 წუთი ჰქონდა, ყოველ სვლაზე (პირველივე სვლიდან) 3 წამის დამატებით.

გამარჯვებული გუნდები ქულათა რაოდენობით გამოვლინდნენ.ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 6 000 ლარს შეადგენდა.

საპროზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • I ადგილი - გუნდი „ხარება“ ( შპს „მეღვინეობა ხარება“) 3000 ლარი
  • II ადგილი - გუნდი „ქოქო მობილი“(შპს „ქოქო მობილი“) 2000 ლარი
  • III ადგილი - გუნდი „ლიბერთი“ (სს „ლიბერთი ბანკი“)1000 ლარი

პირველ ადგილზე გასულმა „ხარებამ“ უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიიღოს ევროპისკორპორატიულ ჩემპიონატში, რომელიც პარიზში  2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება. გარდა ამისა, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების ყველა წევრს  საქართველოს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი ბილეთები გადაეცა.

ააიპ „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ დაწესებული მთავარი სპეციალური პრიზი „თანასწორობა მომგებიანია“ გადაეცაგუნდს „ჯი პი აი“ ( სს სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“), მის შემადგენლობაში მხოლოდ ქალები თამაშობდნენ და მათ საუკეთესო შედეგი აჩვენეს იმ გუნდებს შორის, სადაც 2 და მეტი ქალი თამაშობდა. პრიზი „თანასწორობა მომგებიანია“ ასევე გადაეცათ გუნდებს: „ნექსია“(შპს „ნექსია თიეი“), „კლინიკა - ლჯ“ ( შპს „კლინიკა - ლჯ“), „ათორი“ (შპს „ათორი“),„მიცუბიში“ (შპს „ითიეი მელქო ელევატორ ჯორჯია ETA MELCO Elevator Georgia Company Limitwed LLC”).

სპეციალური პრიზი საუკეთესო შედეგის მქონე ბიზნესკომპანიის გუნდს, რომელიც მთლიანად საკუთარი თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული გადაეცა გუნდს „თეგეტა“ (შპს „თეგეტა მოტორსი“).

საქართველოს კოროპორატიული სპორტის ფედერაციის სპეციალური პრიზი ჩემპიონატში აქტიურობისთვის მიიღო სს„ტერაბანკმა“, რომელიც ტურნირზე ორი გუნდით: „Chess - tera“ და „ტერაფორმერები“, იყო წარმოდგენილი.

ტურნირის  მონაწილე ყველა გუნდი დიპლომით დაჯილდოვდა.

ჩემპიონატის საპატიო სტუმრებმა:მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა,

საერთაშორისო ოსტატმა ნანა იოსელიანმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა,ისაუბრეს ტურნირის მნიშვნელობაზე; ითქვა, რომ საქართველოში ჭადრაკის  პოპულარიზაციის მიზნით ბევრი ღონისძიება იმართება, ერთ-ერთი სწორედ პირველი კორპორატიული ჩემპიონატი იყო, რომელის გამართვის იდეაც  2017 წელს ევროპის კორპორატიული ჩემპიონატის ჩატარების შემდგომ გაჩნდა. მათ მადლობა გადაუხადეს იმ ბიზნესორგანიზაციებს, რომლებიც გვერდში უდგანან ქართულ ჭადრაკს.

ქალბატონმა ნანა იოსელიანმა იმედი გამოთქვა, რომ კორპორატიული ჩემპიონატი, რომელიც ნამდვილ საჭადრაკო დღესასწაულად იქცა, თანდათან გაძლიერდება და საქართველოში საკლუბო ჩემპიონატებიც ასეთივე წარმატებით გაიმართება.

პირველი კორპორატიული ჩემპიონატი  საქართველოში ჭადრაკის ოლიმპიური წლის ღონისძიებათა ფარგლებში ჩატარდა. მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 2018 წლის 23 სექტემბერი - 6 ოქტომბრის მანძილზე ბათუმში გაიმართება.

 

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში კომპანია 'ხარებას გამარჯვებით დასრულდა
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-06-2018 8:05 PM
  • Tags:
Top