ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა!

 

დღეს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გახსნის  ცერემონია გაიმართა. დამსწრეებს სიტყვით მომართეს და ღონისძიების დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის  დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.  

საქართველოს რიგით მე-10 საკლუბო ჩემპიონატი 6 აპრილიდან  აიღებს სტარტს. ასპარეზობა აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონის პრინციპით პირველად გაიმართება  და დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონებში ჭადრაკის პოპულარიზაცია-განვითარებისთვის.

ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი  20 გუნდი  160 მოჭადრაკით ერთდროულად   შეეჯიბრება ერთმანეთს. სულ  შეჯიბრში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის და კვალიფიკაციის, როგორც პროფესიონალი ასევე ჭადრაკის 300 მოყვარული მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ თამაშებს კი დეკემბრის მეორე ნახევარში თბილისი უმასპინძლებს.

ორგანიზატორები: საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურის და სპორტის სამინისტრო;საქართველოს  ჭადრაკის ფედერაცია.

სპოსნსორები: კლინიკა ‘ლჯ’, ’ალიანს ჯგუფი’

საინფორმაციო მხარდაჭერა: საზოგადოებრივი მაუწყებელი;რადიო ‘ჯაკო’.

ფოტოგალერეა

2019 წლის საქართველოს  საკლუბო ჩემპიონატის I ლიგა

მონაწილეობს:

11 რეგიონი, 17 ქალაქი, 300–ზე მეტი მოჭადრაკე

      აღმოსავლეთი ზონა:

  1. ‘აზმაი’-თბილისი;
  2. ‘NTN’ - თბილისი;
  3. ‘ამომავალი ვარსკვლავი’ - თბილისი;
  4. ‘ოლიმპიური ჩემპიონი’ - თბილისი;
  5. ‘ახალციხე’ -ახალციხე;
  6. ‘რუსთავი’-  რუსთავი;
  7. ‘გორი’ - გორი;
  8. ‘მცხეთა’ - მცხეთა;
  9. ‘ გურჯაანი’ - გურჯაანი;
  10. ‘გარეჯი’  -  საგარეჯო;

დასავლეთი ზონა

  1. ‘ქუთაისი’ -  ქუთაისი;
  2.  ‘ნონა’       -   ბათუმი;
  3.  ‘გურია’    -  ოზურგეთი;
  4. ‘ლანჩხუთი’   -  ლანჩხუთი;
  5. ‘ნანა’           -  ფოთი;
  6. ‘დადიანი’  -  ზუგდიდი;
  7. ‘ბაღდათი’  - ბაღდათი;
  8. ‘სამტრედია’ -  სამტრედია;
  9.  ‘ხონი’         -  ხონი
  10. ‘ამბროლაური’ -  ამბროლაური.

 

 

 

 

 

 

  • სათაური: საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-03-2019 1:11 AM
  • Tags:
Top