
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
27.12-29.12.2018 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. მიზანი და ამოცანები:
საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
საქართველოს თასის გამარჯვებულის გამოვლენა.
2. მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ მოჭადრაკეებს
რეიტინგით 1800 და მეტი, ასევე ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები, საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის ნომინაციით);
სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო შესატანებს)
გაიღებენ თვით მონაწილენი ან მათი მომავლინებელი ორგანიზაციები.
3. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე პირადობის ან პასპორტის ასლი და სატურნირო შესატანის
გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2018 წლის 25 დეკემბრის 18.00 საათამდე:
სალომე სირაძე - ელ-ფოსტა - salosiradze@hotmail.com მობ: 555 54 09 91
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - nataalavidze.alavidze4@gmail.com ტელ: 299 77 36, მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:
სს "თიბისი ბანკი"
ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL
საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 დეკემბრის 18.00 საათი.
- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (დიდოსტატები, საერთაშორისო
ოსტატები, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახის წევრები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან).
- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი.
- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
4. სისტემა, დროის კონტროლი: გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად.
თითოეულს 15 წთ. პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.
კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით – SwissManager.
5. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის
მიხედვით. თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ბუჰგოლცი-1 (უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი;
- მოგებების რაოდენობა;
- პროგრესი (რეგრესით).
6. კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.
7. ტურნირის განრიგი :
ტური |
თარიღი |
დრო |
რეგისტრაცია |
25 დეკემბერი |
1100 – 1700 |
გახსნა |
27 დეკემბერი |
15.00 |
I ტური |
27 დეკემბერი |
1500 |
II ტური |
27 დეკემბერი |
1600 |
III ტური |
27 დეკემბერი |
1700 |
IV ტური |
28 დეკემბერი |
1500 |
V ტური |
28 დეკემბერი |
1600 |
VI ტური |
28 დეკემბერი |
1700 |
VII ტური |
29 დეკემბერი |
1500 |
VIII ტური |
29 დეკემბერი |
1600 |
IX ტური |
29 დეკემბერი |
1700 |
დახურვა |
29 დეკემბერი |
1800 |
8. პრიზები: საპრიზო ფონდია 6 550 ლარი.
კატეგორია |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
სულ |
ვაჟები |
1 500 |
1000 |
800 |
500 |
300 |
4100 |
ქალები |
1000 |
700 |
400 |
2100 |
||
სენიორები (კაცები, 01.01.1969წ.მდე დაბადებულნი) |
200 |
200 |
||||
სენიორები (ქალები- 01.01.1969წ.მდე დაბადებულნი) |
150 |
150 |
- I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ვაჟთა და ქალთა შორის გადაეცემათ თასი, მედლები და
დიპლომები.
- I I-I I I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ვაჟთა და ქალთა შორის გადაეცემათ მედლები და
დიპლომები.
- პრიზები არ გაიყოფა. თითოეული გამარჯვებული მიიღებს ერთ უმაღლეს პრიზს.
- თანაბარი პრიზის აღების შემთხვევაში ყველა მონაწილე მიიღებს პრიზს თავის ნომინაციაში.
- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის
შესაბამისად.
- . საერთო წესები:
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების
შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის
მიერ ტურის დამთავრებიდან 10 წუთის განმავლობაში.
ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:
დათო კოდუა - მობ: 593 60 09 11. ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com
ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

- სათაური: საქართველოს თასის გათამაშება -2018
- ავტორი:
- თარიღი: 28-11-2018 3:45 PM
- Tags: