ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს V საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

14-22 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. მიზანი და ამოცანები:
  • საქართველოს რეგიონებში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
  • საქართველოს უძლიერესი კლუბების გამოვლენა;
  • 2018 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოპოვება.
  •  
  • 2. სისტემა და კვალიფიკაცია:
  • ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, სისტემა და ტურების რაოდენობა განისაზღვრება მონაწილე გუნდების რაოდენობის მიხედვით;
  • ჩემპიონატში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
  • 3.დროის კონტროლი:
  • ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით;
  • 4.მონაწილენი:
  • ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ საჭადრაკო კლუბებს და საჭადრაკო სკოლებს;
  • გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 6 მონაწილით: I,II,III,IV დაფა-ვაჟთა, V,VI დაფა ქალთა;
  • ყველა გუნდი უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული;
  • თითოეულ გუნდში დაიშვება მხოლოდ 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • ჩემპიონატის ტექნიკური შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 14 ნოემბერს 18.00 საათზე;
  • სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
  • 5. გუნდის სატურნირო შესატანი:
  • გუნდის სატურნირო შესატანი არის 100 ლარი;
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

სს "თიბისი ბანკი"

ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL

საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

6.რეგისტრაცია:

  • რეგისტრაციისათვის კლუბებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  2. ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2018 წლის 10 ნოემბერი.
  • 7.გამარჯვებულთა გამოვლენა:
  • გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით. მოგება განისაზღვრება - 2 ქულით, წაგება - 0 ქულით, ფრე - 1 ქულით.
  • თაი – ბრეიქი: ორი ან მეტი გუნდის მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
  1. ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;
  2. ერთმანეთს შორის მატჩით;
  3.  ზონნებორნ-ბერგერის სისტემით.
  4. 8.საპრიზო ფონდი და დაჯილდოვება:
  • ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 35 000 ლარს.

- I ადგილი - 15000 ლარი
- II ადგილი - 10000 ლარი
- III ადგილი - 5000 ლარი
- IV ადგილი - 3000 ლარი
- V ადგილი - 2000 ლარი

  • საპრიზო ფონდი დაიბეგრება საქართველოში არსებული საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
  • I ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება თასით;
  • I – III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით;
  • I ადგილზე გასულ გუნდს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე.
  • 9.საერთო წესები:
  • 30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება არ შეიძლება;
  • ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
  • მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები;
  • ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

რეგისტრაცია: მარგალიტა თანდაშვილთან

ელ.ფოსტა:  mtandashvili@yahoo.com 

ტელ: 2-98-27-47,   მობ: 5-99 23-42-12 , 5-99 50-42-12

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი

ზურაბ მიქაძე.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.

ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:

დათო კოდუა - მობ: 593 60 09 11.ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com   

  • სათაური: საქართველოს V საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-10-2018 5:54 PM
  • Tags:
Top