ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი ტურნირი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 11.09-20.09.2018 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე                                                     

1. მიზანი და ამოცანები:

   - ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;

   - საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის I ლიგის მონაწილეთა გამოვლინება.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

     ტურნირი ტარდება 2018 წლის 11-20 სექტემბერს , ქ. თბილისში ჭადრაკის სასახლეში.

3. სისტემა და დროის კონტროლი:

     ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

      თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან

      ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

4. განრიგი:

          ტური

    დღე

    საათი

რეგისტრაცია

11 სექტემბერი

11.00-18.00

გახსნა

12 სექტემბერი

15.00

I ტური

12 სექტემბერი

15.00

II ტური

13 სექტემბერი

15.00

III ტური

14 სექტემბერი

15.00

IV ტური

15 სექტემბერი

15.00

V ტური

16 სექტემბერი

15.00

VI ტური

17 სექტემბერი

15.00

VII ტური

18 სექტემბერი

15.00

VIII ტური

19 სექტემბერი

15.00

I X ტური და დახურვა

20 სექტემბერი

11.00

 

5. მონაწილენი:

     ტურნირში დაიშვებიან ვაჟები და ქალები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

     ფიდეს 01.09.2018 წ. რეიტინგ-სიით 2200-ზე დაბალი რეიტინგით და ურეიტინგონი.

     არ დაიშვებიან ვაჟთა I ლიგაში თამაშის უფლების მქონე (2200 და მეტი რეიტინგით, აგრეთვე

     WFM,WIM,WGM, FM,  IM,GM-წოდებიანები.                                                                                                                        

6.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

7.  სატურნირო შესატანი: 15 ლარი.

8.  გამარჯვებულთა გამოვლენა:

     გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.

     თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ  თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში

     ადგილები განაწილდება:

     ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

     ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

     გ) მოგებების რაოდენობით;

     დ) პროგრესი (რეგრესით).

9. დაჯილდოება:

      - I-X ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის I ლიგაში;

      - თუ მონაწილეთა რაოდენობა იქნება 30-ზე ნაკლები, I ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს                             

         I-VI მოჭადრაკე.

10. საერთო წესები:

         -  ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

         -  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია  

             სანქციები.

         -  ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება

             სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

             მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის

             ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან

             დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის

             დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

             ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ   

             საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:

            დათო კოდუა -   მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com

            რეგისტრაცია:  ნატა ალავიძესთან.  ტელ: 299 77 36,  მობ:  558 11 86 83                     

           ტურნირის დირექტორი – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.

           მთავარი მსაჯი – საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.  

  • სათაური: საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი ტურნირი
  • ავტორი:
  • თარიღი: 13-08-2018 3:10 PM
  • Tags:
Top