ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

05.02-17.02.2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

   საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

    05.02-17.02.2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. სისტემა და დროის კონტროლი:

     ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, ოლიმპიური სისტემით, 16 მონაწილეს შორის.

      თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან

      ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

4. განრიგი:

ტური

დღე

საათი

ტექნიკური შეხვედრა

5 თებერვალი

13.00

გახსნა

6 თებერვალი

13.30

მე-8 ფინალი      I ტური

6 თებერვალი

14.00

                  II ტური

7 თებერვალი

14.00

                  თაი-ბრეიქი

8 თებერვალი

12.00

მე-4 ფინალი      I ტური

9 თებერვალი

14.00

                  II ტური

10 თებერვალი

14.00

                  თაი-ბრეიქი

11 თებერვალი

12.00

ნახევარფინალი I ტური

12 თებერვალი

14.00

               II ტური

13 თებერვალი

14.00

               თაი-ბრეიქი

14 თებერვალი

12.00

ფინალი I-II და III-IV ადგ. I ტური

15 თებერვალი

14.00

                          II ტური

16 თებერვალი

14.00

თაი-ბრეიქი, დახურვა

17 თებერვალი

12.00

5. მონაწილენი:

     უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. 2018 წლის საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორს;
  2. საქართველოს 2018 წლის ვაჟთა პირველი ეროვნული ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის I ლიგიდან I-IV ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს   (I-IV ადგილზე გასული მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასულ მოჭადრაკეს);
  4. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინანტი - 2 მოჭადრაკე;
  5. დარჩენილი ადგილები შეივსება 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ფიდეს უმაღლესი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით;                                       
  6. უფლების მქონე (მოწვეული) მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მომდევნო ფიდეს უმაღლესი რეიტინგის მქონე მოჭადრაკე.

      უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ არაუგვიანეს  2019 წლის 20 იანვრისა.                             

      უმაღლესი ლიგის მონაწილეთა კენჭისყრა ჩატარდება ფიდეს 01.01.2019 წლის რეიტინგ-სიით.

6.  გამარჯვებულთა გამოვლენა:

     გამარჯვებულები გამოვლინდებიან ძირითად მატჩებში ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.

     თაი-ბრეიქი: ძირითად მატჩებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება:

- 2 პარტია - თითოეულს 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

        თუ ეს მატჩი ფრედ დასრულდა, მაშინ

      - 2 პარტია - თითოეულს 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

                 თუ ეს მატჩი ფრედ დასრულდა, მაშინ

      - 2 პარტია - თითოეულს 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით.

                  თუ ეს მატჩი ფრედ დასრულდა, მაშინ

             -  ”არმაგედონი” - 1 პარტია, შავებს ეძლევა 4 წუთი, თეთრებს 5 წუთი, ყაიმის შემთხვევაში

                   გამარჯვებულად გამოცხადდებიან შავები.

7.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

8.  გამარჯვებულნი:

   - 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

   - 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე;

   - 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ვაჟთა  79-ე ჩემპიონატის

      უმაღლეს ლიგაში.

9.  დაჯილდოება:

      - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით;

       - II–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები  დაჯილდოვდებიან  მედლით და დიპლომით;

       - I – VIII ადგილებზე გასულები - ფულადი პრიზებით.

10.  საპრიზო ფონდი: 18 500 ლარი.

         I  ადგილი      - 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი

         II  ადგილი     - 4 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი

         III  ადგილი    - 3 500 ლარი + ფედერაციის გრანტი    500 ლარი

         IV ადგილი     - 2 500 ლარი

         V ადგილი       -   500 ლარი

         VI  ადგილი     -  500 ლარი

         VII  ადგილი    -  500 ლარი

         VIII ადგილი    -  500 ლარი

        პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

  11. საერთო წესები:

         -  ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

         -  ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

         -  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

             სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

შესაბამისად.

  • ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული

იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

            გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

12. მონაწილეების ვალდებულებები:

- დრეს-კოდი: მონაწილე ვალდებულია ეცვასშესაბამისი ყოველდღიური ტანსაცმელი:

პერანგი საყელოთი, პიჯაკი, კლასიკური შარვალი. სათამაშო ზონაში არ დაიშვებიან მონაწილეები

სპორტული ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, ქუდებით, ჯინსებით.

გამონაკლის შემთხვევაში სხვა შეუსაბამო ტანსაცმლით მონაწილე დაიშვება მხოლოდ მთავარ

მსაჯთან წინასწარი შეთანხმებით.

 -  მედია აქტივობები: ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის მონაწილეები ვალდებულნი არიან 

დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ ორგანიზატორის მოთხოვნა და მიიღონ  მონაწილეობა მოკლე

ინტერვიუებში. ასევე დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას,                          

მათ შორის გახსნა-დახურვას, სხვა ოფიციალურ მიღებებს.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მობ: 593 60 09 11.ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com

  • სათაური: საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-01-2019 3:24 AM
  • Tags:
Top