ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სამცხე-ჯავახეთის 25 მწვრთნელი კვალიფიკაციას აიმაღლებს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პროექტის #ჭადრაკირეგიონში  ფარგლებში  მეორე წელიწადია  მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა, რომლის მიხედვით რეგიონებში მოღვაწე მწვრთნელებს წლის განმავლობაში უტარდებათ სასწავლო სემინარები. 

პროექტის  ფარგლებში ფიდესა და საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი  ლაშა ჯანჯღავა ამჟამად  სამცხე-ჯავახეთის რეგიონს  ეწვია და  გამართავს ტრენინგებს  რეგიონის მწვრთნელებისათვის.

ლექციათა  კურსი სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება და მასში 25 ადგილობრივი მწვრთნელი მიიღებს მონაწილეობას.

სემინარის მიზანი გახლავთ მწვრთნელებისთვის მუშაობის ახალი მეთოდოლოგიების გაცნობა, გადამზადება და მათთვის უფრო მეტი ცოდნის შეძენა. რეგიონში ჭადრაკის განვითარებისთვის ასეთი სემინარის გამართვა მეტად მნიშვნელოვანია. პროექტი არის მრავალეტაპიანი და ითვალისწინებს იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა იმუშავონ მწვრთნელებმა ბავშვებთან და მომდევნო ეტაპზე უფროსებთან.

  • სათაური: სამცხე-ჯავახეთის 25 მწვრთნელი კვალიფიკაციას აიმაღლებს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-05-2018 8:35 PM
  • Tags:
Top