ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სწრაფ ჭადრაკში საუკეთესოები გამოვლინდნენ!

ჩინეთის ჰენშუეში მიმდინარეობს რიგით  მეოთხე, მსოფლიო ინტელექტუალური თამაშები შემდეგ დისციპლინებში: სწრაფ და ელვისებური ჭადრაკი, ბრიჯი, გო,შაში, სიანცში.

ასპარეზობაზე 36 ქვეყნის 170 მოთამაშე მონაწილეობს.შეჯიბრში საქართველოს სახელით მონაწილეობენ: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ივან ჩეპარინოვი.

დღეს დასრულდა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. ასპარეზობა 16 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ექსჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა (რუსეთი;2498) დააფიქსირა, გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ვალენტინა გუნინა (რუსეთი;2491). 6,5 ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით მესამე საპრიზო ადგილზე ასევე მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი (უკრაინა;2511) გავიდა. ნანა ძაგნიძემ 5,5 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა, ხოლო ბელა ხოტენაშვილი 3 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზე.

ვაჟთა შორის პირველობა 8,5 ქულით დამაჯერებლად დაისაკუთრა ანტონ კორობოვმა (უკრაინა’2756). 7-7 ქულით საპრიზო ადგილები გაინაწილეს: ლიემ ქიანგ ლემ (ვიეტნამი; 2706)  და ლენიე პერეს დომინგესმა (აშშ;2752). ივან ჩეპარინოვი  5 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა.

ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: სწრაფ ჭადრაკში საუკეთესოები გამოვლინდნენ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-05-2019 7:31 PM
  • Tags:
Top