ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

სწრაფი ჭადრაკის შემდეგ ქალები ერთმანეთს ელვისებურში შეეჯიბრნენ!

ევროპის  მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა თანატოლთა შორის ნინო ხომერიკმა ერთპიროვნულად გაიმარჯვა ქალთა გრან პრის მესამე ეტაპის შეჯიბრზე  ელვისებურ ჭადრაკში!

ნინომ, 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილოსან, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს ქალთა შორის ინგა ხურცილავას.

ბრინჯაოს მედალს კი 6 ქულით  ევროპის საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული სოფო გვეტაძე დაეპატრონა.

 

დებულება

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: სწრაფი ჭადრაკის შემდეგ ქალები ერთმანეთს ელვისებურში შეეჯიბრნენ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-06-2018 8:55 PM
  • Tags:
Top