ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

შესანიშნავად იასპარეზა!

ნოდარ ლორთქიფანიძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა თურქეთის ქალაქ სივასში გამართული საერთაშორისო ღია ტურნირი!

ბათუმელმა მოჭადრაკემ 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.ასევე, ნოდარმა მეორედ შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა და საკუთარ ელო-რეიტინგს 34 ქულაც შემატა.

 6,5-6,5 ქულით II-III ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდენ:

2.გიორგი ბაგატუროვი (2417);

3.მელის ანაბერდიევი (2518).

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 9 ქვეყნის 52 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: შესანიშნავად იასპარეზა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 26-08-2019 7:42 PM
  • Tags:
Top