ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

შოთა ინწკირველის მემორიალი

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

7 და 9 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

3 - 7 ივნისი 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

    03.06-07.06. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. მონაწილენი:

- 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 2012 წლის 1 იანვრის

შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

- 9 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 2010 წლის 1 იანვრის

შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

    - სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4.  სისტემა და კვალიფიკაცია:

- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7ტურად.

    - აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.

5. დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან)                   

10 წამის დამატებით.

6. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის

ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის  3 ივნისის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com მობ:558 11 86 83          

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

     სს "თიბისი ბანკი"

     ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL

     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2019 წლის  3 ივნისის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

-  დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო

   ანგარიშსწორებით).

 - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

 დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

7.თაი – ბრექი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

     8. ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

საათი

ჩამოსვლის დღე

3 ივნისი

 

I ტურის კენჭისყრა

 

 

4 ივნისი

12:00

გახსნა

15:00

I ტური

15:00

II ტური

5 ივნისი

15:00

III ტური

5 ივნისი

17:00

IV ტური

6 ივნისი

15:00

V ტური

6 ივნისი

17:00

VI ტური

7 ივნისი

15:00

VII ტური

7 ივნისი

17:00

დახურვა

7 ივნისი

18:30

   ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება  მოახდინოს.  

9. დაჯილდოვება:

   - 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

      - 2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

- დაჯილდოვდებიან მწვრთნელები შემდეგი წესით:

ა) თითოეულ ტურნირში - I ადგილზე გასული მოჭადრაკე მწვრთნელს მოუტანს 20 ქულას,                          

  II ადგილზე - 17 ქულას, III ადგილზე - 15 ქულას, IV ადგილზე - 13 ქულას, V ადგილზე -                            

  11 ქულას, VI ადგილზე - 9 ქულას, VII ადგილზე - 7 ქულას, VIII ადგილზე - 5 ქულას,                             

  IX ადგილზე - 3 ქულას, X ადგილზე - 1 ქულას.

ბ) საერთო ჩათვლაში I ადგილზე გასული მწვრთნელები დაჯილდოვდება თასით, მედლით და

   დიპლომით. II-III ადგილზე გასული მწვრთნელები დაჯილდოვდებიან მედლებით და

   დიპლომებით.

გ) მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მწვრთნელებმა მოსწავლეების სია უნდა

    წარმოადგინონ II ტურის დაწყებამდე (იმ მოსწავლეების, რომლებიც ბოლო 6 თვე

    მეცადინეობდნენ მასთან. რეგისტრაციისას უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ 1 მწვრთნელი).

10. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან25 წუთზემეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში   უკან დაუბრუნდება.

- არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.

დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა

მთავარი მსაჯი:საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი

  • სათაური: შოთა ინწკირველის მემორიალი
  • ავტორი:
  • თარიღი: 23-05-2019 8:31 PM
  • Tags:
Top