ბლოგი

საქართველოს თასის გათამაშება -2019 სწრაფ ჭადრაკში

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

27 - 29 დეკემბერი, 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე                  

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

27.12-29.12. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

3. მონაწილენი:

ბ. გურგენიძის X თასი - 2019

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

20 - 26 დეკემბერი, 2019  წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

      საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

20.12-26.12. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

საქართველს გუნდური ჩემპიონატი ქუთაისელი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა!

ქუთაისში, პირველ  დეკემბერს აიღო სტარტი და შვიდ  დეკემბრამდე  გაგრძელდა  საქართველოს გუნდური პირველობა 'დავით ჩირაძის მემორიალი'   სამ (07;08;10) ასაკობრივ კატეგორიაში.

შეჯიბრების ორგანიზატორები:

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების  დღეს ულოცავს ნინო გურიელს!

ნინო გურიელი
3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;

ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე;

ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული;

ევროპის გუნდური ჩემპიონატის  პრიზიორი;

ქალთა გრან პრი - მონაკოში!

მონაკოში, სტარტი აიღო ქალთა მსოფლიო გრან პრის  მეორე  ეტაპმა  ნანა ძაგნიძის  მონაწილეობით.

ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება 12 მონაწილეს შორის. სათამაშო  დღეები: 3-8; 10-14 დეკემბერი; დასვენების დღე 9 დეკემბერი;

პირველ ტურში ნანამ, შავი ფიგურებით ჰარიკა დრონოვალი დაუპირისპირდა და  ყაიმით დაასრულა შეხვედრა. მეორე ტურში ქართველი დიდოსტატის მეტოქე უკრაინელი ანა მუზიჩუკი იქნება.

გრან პრის მეორე ეტაპზე მონაწილეობენ:

დიდი წარმატებით იასპარეზა!

დიდი წარმატებით იასპარეზა დავით ნემსაძემ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში 12 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის!

ქუთაისელმა მოზარდმა 9-დან  7 ქულით II-IV ადგილი გაინაწილა მიხეი ნავუმენკასა(ბელორუსია) და ლუკა  რისტიჩტან ერთად. ხოლო, ჩემპიონის  

ტიტული 8 ქულით ივან საველიევმა (რუსეთი) დაისაკუთრა.

საპრიზო ადგილი გაინაწილა!

საქართველოს ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა III-VIII ადგილები გაინაწილა მონაკოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში!

ჩემპიონატზე 9-9 ქულით პირველობა ალექსანდრა კოსტენიუკმა და ოლგა გირიამ(რუსეთი) გაინაწილეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ევროპის უძლიერესი ‘ბლიციორის’ ტიტული კოსტენიუკმა დაისაკუთრა.

ასევე, დამატებითი მაჩვენებლებით IV ადგილზე გავიდა ბათუმელი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი.

გვერდები

Top