ბლოგი

130,5-109,5!!!

 ქართველმა მოზარდებმა ორდღიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ დამაჯერებლად დაამარცხეს ბერძენი მოჭადრაკეები!

მატჩის საერთო ანგარიშია:130,5-109,5!

თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო: 10;12;14;16;18 წლამდე 3-3 გოგონათი და ჭაბუკით.

შეხვედრათა რეგლამენტი: 2-2 პარტია ( 15 წუთი+10 წამი და 3 წუთი+2 წამი); მატჩები გაიმართა: 12 და 14მაისს, საჭადრაკო პლატფორმაზე:chess.com

გუნდის შემადგენლობა:

ჭაბუკები U18

ნიკოლოზ პეტრიაშვილი - 5,5 (8);

ლუკა ობოლაძე      - 4,5 (8);

შოთა ხოდაშნელი - 3 (4);

ა ნ ო ნ ს ი

15 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი ლევან ფანცულაია, ონლაინ-ლექციას ჩაატარებს. 

ლექციის თემა: როგორ მოვემზადოთ პარტიისთვის.

დასწრება შეუძლიათ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს.

ლევან ფანცულაია

საერთაშორისო დიდოსტატი;

ევროპის გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი;

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული;

მსოფლიო თასის გათამაშების მონაწილე ვაჟთა შორის;

 მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული;

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.

ქართველმა მოჭადრაკეებმა ამჯერზე ბერძნები დაჯაბნეს!

მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. ამჯერზე მათი მეტოქე ბერძენთა ნაკრები გახლდათ. პირველივე სამატჩო დღეს ჩვენებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს: 63-49!

განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი და 4-დან 4 ქულა დააგროვეს:

კატო ფიფიამ, ნია დონღვანმა, ლუკა კილაძემ და კესარია მგელაძემ. ასევე დანაკარგის გარეშე იასპარეზა მართა სორდიამ - 2-დან 2 ქულა.

მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

 

მეექვსე ონლაინ ტურნირი,ელვისებურ ჭადრაკში,
საერთაშორისო დიდოსტატის დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე - chess.com გამართული ექვსი ელვისებური ტურნირიდან 3 (!) მაღალაშვილის გამარჯვებით დამთავრდა!

გამარჯვებულმა 10-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გიგა ყუფარაძეს!

კაჭარავამ ფინალში წარმატებით იასპარეზა!

აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ უძლიერესს, ახალგაზრდულ  საერთაშორისო ონლაინ-ტურნირზე ‘International Tehsil Cup, წარმატებით იასპარეზა ნიკოლოზ კაჭარავამ.

ტურნირი  2 ეტაპად, 2 დღეს მიმდინარეობდა, საჭადრაკო ონლაინ-პლატფორმაზე:Chess.com

 ქართველი მოჭადრაკეებიდან მხოლოდ კაჭარავამ მოიპოვა ფინალის საგზური, სადაც 11-დან 7,5 ქულით, V-VII  ადგილები გაინაწილა.

პირველ ადგილზე  9,5 ქულით ერთპიროვნულად გავიდა ერიგასარჯუნი, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ნოდირბეკ აბდუსატოროვმა, ხოლო 8,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე შადვან რაუნაკი განთავსდა.

მეორე სამატჩო დღეც წარმატებული გამოდგა....

რუმინელებთან დაპირისპირების მეორე სამატჩო დღემაც ქართველი მოზარდების უპირატესობით ჩაიარა.

გოგონებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს: 33-27!

ხოლო, ჭაბუკები დამარცხდნენ ანგარიშით: 29-31...

პირად შეხვედრებში საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს:

4-დაა 4 ქულა! - ნია დონღვანი,რუსუდან მაღლაკელიძე,კესარია მგელაძე,ნიკოლოზ კაჭარავა,ანდრია კვირიაშვილი.

4-დან 3,5 ქულა ჩაიწერეს აქტივში: კატო ფიფიამ,  ლუკა კილაძემ და ანდრია გაბადაძემ;

საბოლოოდ 2 დღის თამაშების საერთო ჯამით დამაჯერებლად  გაიმარჯვეს ქართველმა მოზარდებმა- 128-110!!!

ქართველმა მოზარდებმა, დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს!

 

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინელი თანატოლები დიდი ანგარიშით დაამარცხა!

შეგახსენებთ, პირველ სამატჩო დღეს, 4 პარტია გაიმართა, (2-2 პარტია -  15 წუთი+10 წამი და 3 წუთი+2 წამი)

გოგონათა ნაკრებმა გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა  რუმინელები: 37.5- 21,5!

ხოლო, ჭაბუკთა გუნდმა თანატოლები შემდეგი ანგარიშით დაჯაბნა: 31,5-28,5!

გვერდები

Top