ბლოგი

ალექსანდრე ბოკუჩავას თასი 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

10 - 17 თებერვალი,  2020  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

    10.02-17.02. 2020  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. მონაწილენი:

ხუთი ტურის შემდეგ...

გიბრალტარში მიმდინარეობს  მსოფლიოში უძლიერესი ‘ღია’ საერთაშორისო ტურნირი  ‘Gibraltar Chess Festival’.

 ხუთი ტურის შემდეგ, საქართველოს სახელით მოასპარეზე ივან ჩეპარინოვი 4,5 ქულით პირველობას ინაწილებს.ხოლო  ქალთა ჩათვლაში ბელა ხოტენაშვილი დაწინაურდა 3,5 ქულით.

3 ქულა დააგროვა ნინო ბაციაშვილმა, ხოლო სალომე მელიას და ლელა ჯავახიშვილის აქტივში - 2,5 ქულაა.

საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

30 იანვარი - 6 თებერვალი, 2020 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

30.01-06.02. 2020  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი (07;09;11;13)

 

საქართველოს სასკოლო პირველობამ სტარტი თბილისის ჭადრაკის სასახლეში აიღო. ჩემპიონატზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა! ასპარეზობაზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 234(!) მოჭადრაკე მონაწილეობს.
ჩემპიონატი 8 ტურნირად გაიმართება:07;09;11 და 13 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.საკუთარ ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებული მოზარდები ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდებიან.

პარტიების პირდაპირი ჩვენება

სტურუამ პირველობა გაინაწილა!

საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ ჰოვიკ აირაპეტიანთან (სომხეთი) ერთად I-II ადგილები გაინაწილა ერევანში დასრულებულ  მარგარიანის რიგით მეათე მემორიალზე! 

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: არტურ დავთიანი და დავით შაჰინიანი (ორივე სომხეთი).

ტექნიკური შედეგები

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, მაია ჩიბურდანიძეს!

მაია ჩიბურდანიძე

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი;

საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებული;

4-გზის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი;

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი;

4-დან 4 გამარჯვება!

ლევან ფანცულაიამ 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა  ინდოეთის დედაქალაქში დასრულებულ რიგით მერვე ‘ღია’ საერთაშორისო ტურნირის ფინიშზე და საპრიზო ადგილები გაინაწილა!

საქართველოს  მრავალგზის ჩემპიონმა 10-დან 8 ქულა დააგროვა და II - IV ადგილები გაინაწილა: ალექსეი ალექსანდროვთან (ბელარუსი) და პაველ პონკრატოვთან (რუსეთი) და მ პრანეშთნ (ინდოეთი) ერთად. ხოლო, პირველ ადგილზე 8,5 ქულით მასპინძელთა წარმომადგენელი აბიჟეტ გუპთა გავიდა.

გვერდები

Top