
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
22.03-29.03. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
2. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.
3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის
ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ.
4. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.
5. სატურნირო შესატანი: 15 ლარი.
6. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი
რაოდენობის მიხედვით.
- თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის
ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშევი პარტიების მეტი რაოდენობით;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
რეგისტრაცია 22 მარტი 11.00-18.00
გახსნა 23 მარტი 15.00
I ტური 23 მარტი 15.00
II 24 მარტი 15.00
III 25 მარტიი 15.00
IV 26 მარტი 15.00
V 27 მარტი 15.00
VI 28 მარტი 15.00
VII და დახურვა 29 მარტი15.00
8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან:
I ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
- I-III ადგილზე გასული გოგონები და ჭაბუკები დაიშვებიან საქართველოს
ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
- ყოველი 10 მონაწილიდან 1 ადგილი (შესაბამისად 15-20 მონაწილეზე 2 ადგილი, 25-30 მონაწილეზე 3 ადგილი, 35-40 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.) დამატებით დაიშვება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე

- სათაური: თბილისის ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
- ავტორი:
- თარიღი: 05-03-2019 6:08 PM
- Tags: