ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

თბილისის ჩემპიონატი 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  
 
19.02-26.02. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე                 
1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.
3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის  
   ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ.
4.  კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.
5.  სატურნირო შესატანი: 15 ლარი.                                                                     
6.  გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
   რაოდენობის მიხედვით.
  - თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის 
    ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
4. შავებით ნათამაშევი პარტიების მეტი რაოდენობით;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7.  ტურნირის განრიგი:
ტური    დღე    საათი
რეგისტრაცია 19 თებერვალი 11.00-18.00
გახსნა 20 თებერვალი 15.00
I  ტური 20 თებერვალი 15.00
II    21 თებერვალი 15.00
III    22 თებერვალი 15.00
IV    23 თებერვალი 15.00
V    24 თებერვალი 15.00
VI    25 თებერვალი 15.00
VII  და დახურვა 26 თებერვალი 15.00
8.  გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან: 
I  ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
- I - III ადგილზე გასული გოგონები და ჭაბუკები დაიშვებიან საქართველოს  ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.       
- ყოველი 10 მონაწილიდან 1 ადგილი (შესაბამისად  15-20 მონაწილეზე 2 ადგილი, 25-30 მონაწილეზე 3 ადგილი, 35-40 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.) დამატებით დაიშვება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.     
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე.
  • სათაური: თბილისის ჩემპიონატი 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-02-2019 11:40 PM
  • Tags:
Top