
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
18.04-25.04. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ჩატარების სისტემას განსაზღვრავს მსაჯთა
კოლეგია.
2. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ.
დამატებით.
3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე ჭაბუკები და
გოგონები დაბადებული 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ.
4. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.
5. სატურნირო შესატანი: 15 ლარი.
6. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი
რაოდენობის მიხედვით.
თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის
ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშევი პარტიების მეტი რაოდენობით;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
რეგისტრაცია 18 აპრილი 11.00-18.00
გახსნა 19 აპრილი 15.00
I ტური 19 აპრილი 15.00
II 20 აპრილი 15.00
III 21 აპრილი 15.00
IV 22 აპრილი 15.00
V 23 აპრილი 15.00
VI 24 აპრილი 15.00
VII და დახურვა 25 აპრილი 15.00
8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან:
I ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
რეგისტრაცია: სალომე სირაძესთან ტელ: 2-99-77-36, მობ: 5 55 54 09 91.
ელ.ფოსტა: salosiradze@hotmail.com
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე.

- სათაური: თბილისის ჩემპიონატი 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- ავტორი:
- თარიღი: 10-04-2019 8:26 PM
- Tags: