ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ტრადიციული, საკვირაო ტურნირი ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის, გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა chess.com-ზე გამართული რიგით მეცამეტე დახურული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში!

ყუფარაძემ 8-დან 7,5 ქულა დააგროვა და  ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ საერთაშორისო ოსტატ ნოდარ  ლორთქიფანიძეს.

მესამე ადგილზე 5,5 ქულით საქართველოს  ჩემპიონი ქალთა შორის მერი არაბიძე გავიდა. ვაჟთა სამეულში მოხვედრასთან ერთად მერიმ ქალთა შორის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.

მეოთხე ადგილზე 5 ქულით ნიკოლოზ პეტრიაშვილი განთავსდა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 8 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 280 ლარს შეადგენდა.

სატურნირო ცხრილი

  • სათაური: ტრადიციული, საკვირაო ტურნირი ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-06-2020 6:03 PM
  • Tags:
Top