ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

V, IV და III სპორტულ თანრიგებზე ტურნირები

 

დ  ე ბ უ ლ ე ბ ა

7-8 დეკემბერი, 2019ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ჩატარების ვადები და ადგილი: 07 - 08.12;  2019 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
  2. ჩატარების სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით  7 ტურად.
  3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები საქართველოს ყველა რეგიონიდან.
  4. რეგისტრაცია:7 დეკემბერი, 10.00- 11.00. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი ნატა ალავიძესთან.

ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com   მობ:  5-58 11-86-83.

I ტური - 7 დეკემბერი 11:30. IV ტური - 8 დეკემბერი 11:00.

  1. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
  2. სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები: სს "თიბისი ბანკი".

ანგარიშის ნომერი: GE45TB0313936080100006GEL. საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

გამარჯვებულები: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.

თაი – ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. პროგრესი (რეგრესით);
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. ურთიერთშორის შეხვედრა;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

დაჯილდოვება:

- I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.

- V თანრიგზე: მოჭადრაკეებს რომლებიც დააგროვებენ 4,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.

- IV თანრიგზე: მოჭადრაკეებს რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.

- III თანრიგზე: მოჭადრაკეებს რომლებიც დააგროვებენ 5,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ III სპორტული თანრიგის 1 ბალი.

- III თანრიგზე: 8 და 10 წლის მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე                          

 1-1 მოჭადრაკე მოიპოვებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასზე-8,10,12 წ.  (20.11-27.11.2019 წ. ქ.თბილისი) თამაშის უფლებას სატურნირო შესატანის გარეშე.

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი

  • სათაური: V, IV და III სპორტულ თანრიგებზე ტურნირები
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-11-2019 7:31 PM
  • Tags:
Top