ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი - U8;U10;U12; U14

   დ ე ბ უ ლ ე ბ ა

20.06-27.06. 2018 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. ჩატარების სისტემა: ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით,
  7 ტურად. 12-ზე ნაკლები გუნდების შემთხვევაში ჩატარების სისტემას 
  განსაზღვრავს მსაჯთა კოლეგია.
 
  I ტურნირში დაიშვებიან (8წ.) 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი. 
  II ტურნირში დაიშვებიან (10წ.) 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.
  III ტურნირში დაიშვებიან (12წ.) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.
  IV ტურნირში დაიშვებიან(14წ.) 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.
 
2. მონაწილენი: მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ჭადრაკის                                     
  ფედერაციის წევრებს. 
  გუნდი შედგება 3 ჭაბუკისა და 1 გოგონასგან (გუნდს აკომპლექტებს მწვრთნელი, 
  რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში მაინც წვრთნის გუნდის წევრებს). 
          მოჭადრაკეთა და მათ მწვრთელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, 
          დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ რეგიონული 
  ორგანიზაციები.
3. რეგისტრაცია: 20 ივნისს 11.00-17.00. გუნდის მწვრთნელი რეგისტრაციას 
  გაივლის ნ. ალავიძესთან (საჭიროა დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა).
  20 ივნისს 17.00 სთ-ზე მწვრთნელების შეკრება.
4. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს 50 წთ. პარტიის ბოლომდე,                              
  ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
 
5. განრიგი:
     ტური    დღე      საათი
(8 წ. და 12 წ.)     დღე     საათი 
(10 წ. და 14 წ.)
რეგისტრაცია 20 ივნისი 11.00-17.00 20 ივნისი 11.00-17.00
მწვრთნელთა შეკრება 20 ივნისი 17.00 20 ივნისი 17.00
I ტური  და გახსნა 21 ივნისი 13.00 21 ივნისი 16.00
II  ტური    22 ივნისი 11.00 22 ივნისი 14.00
III  ტური  23 ივნისი 11.00 23 ივნისი 14.00
IV  ტური  24 ივნისი 11.00 24 ივნისი 14.00
V   ტური  25 ივნისი 11.00 25 ივნისი 14.00
VI   ტური 26 ივნისი 11.00 26 ივნისი 14.00
VII ტური  27 ივნისი 11.00 27 ივნისი 14.00
დახურვა 27 ივნისი 16.00 27 ივნისი 16.00
 
6. გამარჯვებულთა გამოვლინება: 
   გამარჯვებულები გამოვლინდებიან მოგებული მატჩებით (მოგებაზე გუნდს  
   ეწერება 2 ქულა, ფრეზე 1 ქულა, წაგებაზე 0 ქულა). ორი ან რამოდენიმე 
   გუნდის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში 
   ადგილები განაწილდება: 
   ა) ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;
ბ) ერთმანეთს შორის მატჩის შედეგით; 
გ) მოგებული მატჩების რაოდენობით; 
დ) პირველი დაფის შედეგით (I დაფა, II დაფა და ა. აშ.).
   კენტი რაოდენობის გუნდების შემთხვევაში გუნდს ეწერება 2 ქულა (4:0).
7. სატურნირო შესატანი: 40 ლარი. (გუნდი)
8. გამარჯვებულები: 
   I ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით.
   I-III ადგილზე გასული გუნდები და მათი მწვრთნელები 
   დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
9. საერთო წესები:
   - ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
     ჩაეთვლება წაგება.
 
   ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ    
   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:
   დათო კოდუა:  მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com
 
ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
 მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.
  • სათაური: ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი - U8;U10;U12; U14
  • ავტორი:
  • თარიღი: 06-06-2018 8:08 PM
  • Tags:
Top