
ნიკა ვოლკოვის პირველობით დასრულდა ტრადიციული საკვირაო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. გამარჯვებულმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ირაკლი ჯანიაშვილს. 8-8 ქულით III-VI ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
3.თორნიკე სანიკიძე; 4.მაკა ფურცელაძე; 5.გიორგი ნიკოლაშვილი; 6.ნიკოლოზ პეტრიაშვილი.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მაკა ფურცელაძემ აჩვენა, ხოლო 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში მარიამ ჯანიაშვილი იყო საუკეთესო.

- სათაური: ვოლკოვმა ელვისებურში იმარჯვა!
- ავტორი:
- თარიღი: 18-02-2019 1:30 AM
- Tags: