ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ხომერიკმა ბრინჯაო დაისაკუთრა!

თურქეთის გებზეში  დასრულდა 20 წლამდე ასაკის  მოჭადრაკეთა შორის.

გოგონათა  შორის  შესანიშნავად  იასპარეზა და  11-დან  8 ქულით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა  ევროპის მრავალგზის  ჩემპიონმა თანატოლებს შორის, ნინო ხომერიკმა!

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოს  ფანტასტიური  სტარტი   6-დან 6 მოგება!

I-II  ადგილი  გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით  ჩემპიონის ტიტული ალექსანდრა მალცევსკაიამ (რუსეთი) მოიპოვა, ხოლო მეორეზე  გულრუხბეგიმ ტოხირჯონოვა (უზბეკეთი) გავიდა.

ჭაბუკთა შორის ჩემპიონობა ირანელმა დიდოსტატმა პარამ მაგშოდლუმ  იზეიმა 11-დან 9,5 ქულით, ხოლო II-III ადგილები 8,5 – 8,5 ქულით შესაბამისად გაიყვეს: აბიმანუ პურანიკმა (ინდოეთი) და სერგეი ლობანოვმა (რუსეთი).

გიორგი სიბაშვილმა 6 ქულა დააგროვა,ნოე თუთისანმა  კი 5,5 ქულით დაასრულა ასპარეზობა.

ტექნიკური შედეგები

გოგონები

ჭაბუკები

  • სათაური: ხომერიკმა ბრინჯაო დაისაკუთრა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-09-2018 11:31 PM
  • Tags:
Top