ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ხოტენაშვილი ლიდერთა შორისაა!

ქალთა შორის 2015 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული ბელა ხოტენაშვილი  ევროპის ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფშია. ბელამ 4  შესაძლებლობიდან 3 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ალინა კაშლინსკაიას (რუსეთი;2477). მომდევნო ტურში მისი მეტოქე უკრაინელი იულია ოსმაკი (2399) იქნება.

ასევე, დღევანდელი პარტიები მოიგეს: ნანა ძაგნიძემ,სალომე მელიამ, მერი არაბიძემ,ნინო ბაციაშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა,

ქართველ  მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

1.ნანა ძაგნიძე     (2513) – 2,5 ქულა;

2.ბელა ხოტენაშვილი (2479)- 3  ქულა;

3.ნინო ბაციაშვილი  (2453) -2,5 ქულა;

4.მერი არაბიძე          (2399) -2,5 ქულა;

5.სალომე მელია        (2393) -2,5 ქულა;

6.სოფიკო ხუხაშვილი (2342) -2 ქულა ;

7.მირანდა მიქაძე        (2266) -1,5 ქულა;

8.ეკატერინე ფიფია    (1936)  - 1 ქულა;

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის სატურნირო რეიტინგ-სიის  მე-2 და მე-3 ნომრად ქართველი მოჭადრაკეები არიან განთესილები: 2017 წლის ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.
შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს. 14 საუკეთესო კი მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებს.

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

ოფიციალური ვებგვერდი

 

 

  • სათაური: ხოტენაშვილი ლიდერთა შორისაა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-04-2019 2:56 AM
  • Tags:
Top