ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

XX საკვირაო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1 დეკემბერი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

 - 1 დეკემბერი, 15:00 სთ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

- ნოემბერში  ჩატარდება ოთხი ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ყოველ კვირა დღეს.

3.  მონაწილენი:

ტურნირში დაიშვება  ყველა მოჭადრაკე რომელიც გადაიხდის საწევრო შესატანს - 10 ლარს.

4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

   - ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

 - თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

5. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები

განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. მოგებების რაოდენობით;
  4. პროგრესი (რეგრესით).

6.  კვალიფიკაცია:

      ტურნირში დაითვლება ელვისებურ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგი.

7.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები ტურნირის ჩატარების

დღეს 14:15 საათიდან 14:45 საათამდე.

ნატა ალავიძე - ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები: სს "თიბისი ბანკი"

ანგარიში ნომერი: GE45TB0313936080100006GEL.      საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- დიდოსტატები განთავისუფლებულნი არიან  სატურნირო  შესატანისგან.

8.  პრიზები: საპრიზო ფონდია - 330 ლარი, რომელსაც დაემატება 50-ზე მეტი მონაწილის სატურნირო შემონატანის  

75% (რომელიც თანაბრად დაემატება ექვსივე საპრიზო ადგილს). ხოლო 25% დაემატება ელვისებურ ჭადრაკში

ოქტომბრის ბოლო საკვირაო ტურნირში პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკის ფულად პრიზს.

 

1

2

3

ღია

100

75

55

ქალთა

40

 

 

ELO 1800<

30

 

 

ELO 1500<

30

 

 

 

- თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.

- ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი.

 - ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის  შესაბამისად.  

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა                                                            

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი - სალომე სირაძე

  • სათაური: XX საკვირაო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-11-2019 7:00 PM
  • Tags:
Top