ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ძაგნიძე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა შორისაა!

საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘ფიდე’ ოფიციალურ ვეგვერდზე ყოველთვიური რეიტინგები გამოქვეყნდა. მსოფლიოს 100 უძლიერესს ვაჟთა ასეულს, მომქმედი მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ლიდერობს  2863 ქულით.ხოლო ქალთა შორის ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი - 2658 ქულით.

სარეიტინგო ცვლილებებში განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ჭადრაკის ლიდერის, ნანა ძაგნიძის მნიშვნელოვანი მატება. ლოზანის გრან პრიზე ნაჩვენები ფენომენალური შედეგის შემდეგ, ნანამ საკუთარ ელო-რეიტინგს  17 (!) შემატა და მსოფლიოს უძლიერესს მოჭადრაკეთა  ტოპ-ათეულში მყარად დაიმკვიდრა ადგილი!აღსანიშნავია, რომ  მაღალი დონის ტურნირებზე საკმაოდ რთული და იშვიათია მსგავსი რეიტინგული მატება.

ნანა ძაგნიძის გარდა მსოფლიოს საუკეთესო ქალთა ასეულში შემდეგი ქართველი მოჭადრაკეები იმყოფებიან:

17.ლელა ჯავახიშვილი (2475)

25.ბელა ხოტენაშვილი (2458)

26.ნინო ბაციაშვილი (2457)

38.მერი არაბიძე (2428)

92.სალომე მელია (2370)

ხოლო ვაჟთა ასეულში საქართველოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იმყოფება. ივან ჩეპარინოვი 2686 ქულით 45-ე ადგილზეა.

  • სათაური: ძაგნიძე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა შორისაა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-04-2020 10:42 PM
  • Tags:
Top