
ნანა ძაგნიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირზე და ერთპიროვნულად დაწინაურდა!
მეოთხე ტურში თბილისელმა დიდოსტატმა თეთრი ფიგურებით 30-ე სვლაზე ვალენტინა გუნინა დაამარცხა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოეს მდევარ ალექსანდრა გორიაჩკინას. მომდევნო ტურში ნანას მეტოქე მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი იქნება.
1.ნანა ძაგნიძე (საქართველო;2510) – 3,5 ქულა;
2. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი;2522) – 3 ქულა;
3. ტან ჩჟუნი (ჩინეთი;2513) – 2,5 ქულა;
4. კატერინა ლაგნო (რუსეთი;2554) – 2 ქულა;
5-6. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2546), ვალენტინა გუნინა (რუსეთი;2506) -1,5 ქულა;
7-8.ანა მუზიჩუკი (უკრაინა;2539), მარია მუზიჩუკი (უკრაინა;2563) – 1 ქულა.

- სათაური: ძაგნიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა!
- ავტორი:
- თარიღი: 05-06-2019 2:33 AM
- Tags: