
აკაკი ზარდიაშვილის სენსაციური გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეშიგამართული XIII საკვირაო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში! გამარჯვებულმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო II-III ადგილზე გასულ: დავით ლომსაძეს და თამაზ მგელაძეს.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, ბელა ხოტენაშვილმა.
1800-მდე ფიდეს რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა მერაბ არჩვაძემ, ხოლო 1500-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის კი გიორგი კელენჯერიძემ.

- სათაური: ზარდიაშვილის სენსაციური გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 10-06-2019 6:52 AM
- Tags: