ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჟუ ვენჟუნი მსოფლიოს მე-17 ჩემპიონია!

 

3 მაისიდან 18 მაისის  ჩათვლით ჩინეთის ქალაქები: შანხაი და  ჩუნცინი  ქალთა შორის  მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის გამართულ მატჩს მასპინძლობდნენ. ერთანეთს  2017 წლის მსოფლიოს ნოკაუტ- ჩემპიონატის გამარჯვებული ტან ჟუნი და  2016-2017 წლების ქალთა გრან პრის სერიის გამარჯვებული ცზიუ  ვენცზიუნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ორივე მათგანი მსოფლიოს ტოპ ათეულში იმყოფება ქალთა შორის, თუმცა რადგან მსოფლიოს ყველაზე  ძლიერი ქალი-მოჭადრაკე ჰოუ იფანი არ იბრძოდა ჩემპიონის ტიტულისათვის მატჩს თავის ქვეყანაშიც კი არ გამოუწვევია დიდი ინტერესი.

ცზიუ  ვენცზიუნმა მინიმალური ანგარიშით 5,5:4,5 გაიმარჯვა  და მსოფლიოს მე-17 ჩემპიონად მოგვევლინა. შეგახსენებთ მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორის პირველად 1927 წელს ლონდონში გაიმართა და ჩეხი  ვერა მენჩიკის გამარჯვებით დასრულდა.

სხვადასხვა წლებში  მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულს ფლობდნენ:

1.ვერა მენჩიკი (ჩეხეთი) – 1927-1939 წწ. (ერთადერთი ქალი  რომელიც ჩემპიონის რანგში გარდაიცვალა)

2.ლუდმილა რუდენკო (სსრკ) – 1949- 53წწ.

3.ელიზავეტა ბიკოვა   (სსრკ) – 1953-56; 1958-62 წწ.

4.ოლგა რუბცოვა  (სსრკ)  -  1956-58წწ.

5.ნონა გაფრინდაშვილი - 1962 - 78 წწ.

6. მაია ჩიბურდანიძე      - 1978 – 91 წწ.

7. სე ცზიუნი  (ჩინეთი)  - 1991- 96წწ; 1999-2001წწ;

8.ჟუჟა პოლგარი (უნგრეთი) -1996-99 წწ.

9. ჟუ ჩენი (ჩინეთი) – 2001-04 წწ.

10.ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 2004-06;

11.სიუ იუხუა (ჩინეთი) – 2006-08 წწ.

12.ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – 2008-2010 წწ.

13.ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 2010-11;20113-2015; 2016-17წწ.

14.ანა უშენინა(უკრაინა)  2012-13 წწ.

15 მარია  მუზიჩუკი (უკრაინა)  2015-16 წწ.

16 ტან ჯუნი  (ჩინეთი) – 2017-18 წწ.

17.ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი) – 2018.

 

  • სათაური: ჟუ ვენჟუნი მსოფლიოს მე-17 ჩემპიონია!
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-05-2018 2:30 AM
  • Tags:
Top