ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ზუდიდში დემურიას მემორიალი დასრულდა...

 25 - 28 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ."სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი"-ს ჭადრაკის განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მურმან დემურიას რიგით XVIII მემორიალი ჭადრაკში. მემორიალს უმასპინძლა რესტორანმა "რომანტიკამ". მემორიალი მოიცავდა ორ ღია ტურნირს - რაპიდსა და ბლიცს, რომელიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. რაპიდ ტურნირში დროის რეგლამენტი იყო 15 წუთი თითოეულ მონაწილეს ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით, ბლიც ტურნირში - 3 წუთი, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. ორივე ტურნირში დათვლილ იქნა "ფიდეს" რეიტინგი. 28 ივლისს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით:

ღია რაპიდ ტურნირის პრიზიორები:

I ადგილი - გიორგი ბეჭვაია II ადგილი - თემურ ოთხოზორია III ადგილი - გიორგი კუხალეიშვილი

ღია ბლიც ტურნირის პრიზიორები:

I ადგილი - ცოტნე ქვარცხავა II ადგილი - გიორგი ბეჭვაია III ადგილი - ნიკოლოზ შამათავა

  • სათაური: ზუდიდში დემურიას მემორიალი დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-07-2018 5:03 PM
  • Tags:
Top