ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ზუგდიდის ‘მაკდონალდსმა’ ქალაქის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ზედიზედ მეორედ უმასპინძლა.

 

 ტრადიციული ჩემპიონატი ზუგდიდში მოიცავდა 5 ასაკობრივ ტურნირად გაიმართა: 20 წლამდე ღია, 14 წლამდე გოგონათა, 12 წლამდე ჭაბუკთა, 8 წლამდე ჭაბუკთა და 8 წლამდე გოგონათა შორის. სულ ჩემპიონატში 54 მოჭადრაკე მონაწილეობდა და  შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა.

ჩემპიონები და პრიზიორები ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს მიერ დაწესებული თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასევე, ჩემპიონატის 15-ვე პრიზიორისთვის „მაკდონალდსმა“ საჩუქრები დააწესა, ხოლო ზუგდიდის ჩემპიონებს კი დამატებითი საჩუქრები გადასცა.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. 20 წლამდე ასაკობრივ ტურნირში დათვლილ იქნა „ფიდე“-ს რეიტინგი. კენჭისყრა ჩატარდა კომპიუტერული პროგრამით Swiss-Manager. ზუგდიდის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჭადრაკში, ა(ა)იპ ,,სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს ჭადრაკის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

U20  ღია ტურნირი:

I-გიორგი ბეჭვაია;

II- გიორგი სართანია ;

III- გიორგი კუხალეიშვილი

U14 გოგონები:

I- ანა კვიკვინია

II- ქეთევან ბეჭვაია

III - ნინიკო შარია

U12 ჭაბუკები:

I- მიხეილ სიჭინავა

II- გრიგოლ ბეჭვაია

III - დიმიტრი ანთელავა

U8 გოგონები:

 I - თამარ მოსია

II-  ქრისტინე ბეჭვაია

 III-ლიზი წიფურია

U8 წლამდე  ჭაბუკები:

 I - ზურაბ ტიბუა

II- გიორგი მოსიძე

III - სანდრო ფიფია

ვიდეო

  • სათაური: ზუგდიდის ‘მაკდონალდსმა’ ქალაქის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ზედიზედ მეორედ უმასპინძლა.
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-06-2018 5:59 PM
  • Tags:
Top