
3 - 4 ივლისს აბუ-დაბის (არაბთა გაერთიანებული საამიროები) საჭადრაკო კლუბის ორგანიზებით საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘CHESS.COM’ სწრაფ ჭადრაკში ონლაინ გუნდური ტურნირი გაიმართა.
ტურნირზე 10 გუნდი მონაწილეობდა და წრიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ასპარეზობაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ზუგდიდის გუნდის გარდა მონაწილეობდნენ: არაბთა გაერთიანებული საამიროები (ორი გუნდი), აზერბაიჯანი, სლოვენია, ინდოეთი, რუმინეთი, სირია, უკრაინა, უზბეკეთი.
თითოეული გუნდი შედგებოდა 4 ძირითადი და 2 სათადარიგო მოთამაშისგან, რომელთა ფიდეს კლასიკური რეიტინგი 2250 ქულაზე ნაკლები გახლდათ.
ტურნირი chess.com-ის საჭადრაკო პლატფორმაზე, 9 ტურად შემდეგი დროის რეგლამენტით: 10 წუთი, 10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან გაიმართა. ასევე, სავალდებულო იყო Zoom - ის საკონფერენციო ოთახში ჩართვა.
ზუგდიდის მოჭადრაკეთა გუნდმა 11 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა!
გუნდის შემადგენლობა:
1. ფაცია ზვიადი - 2204
2. აბსავა გიორგი - 2156
3. კვარაცხელია დიმიტრი - 2026
4. ბეჭვაია გიორგი - 1923
სათადარიგო:
1. დარასელია გიორგი - 1825
2. შამათავა ნიკოლოზი - 1821
ტურნირში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:
I ადგილი - 1000$
II ადგილი - 700$
III ადგილი - 500$

- სათაური: ზუგდიდის საჭადრაკო გუნდის ბრინჯაო აბუ-დაბის საერთაშორისო ონლაინ გუნდურ ტურნირზე!
- ავტორი:
- თარიღი: 05-07-2020 9:49 PM
- Tags: